ახალი ამბები

პაოკის პრეზიდენტის მოედანზე იარაღით შევარდნის გამო საფეხბურთო მატჩი შეწყდა

12 მარტი, 2018 • 1541
პაოკის პრეზიდენტის მოედანზე იარაღით შევარდნის გამო საფეხბურთო მატჩი შეწყდა

პაოკისა (სალონიკი) და აეკ ათენის მატჩი მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამო შეჩერდა. BBC-ის ცნობით, მოედანზე პაოკის მფლობელი იარაღით შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა.

ინციდენტი შეხვედრის 89-ე წუთზე მას შემდეგ მოხდა, რაც მსაჯმა პაოკს გოლი არ ჩაუთვალა.

გუნდების შეხვედრა ფრედ, 0:0 მიმდინარეობდა. თუმცა 89-ე წუთზე ანგარიში ფერნარდო ველერამ გახსნა. თავდაპირველად შეხვედრის მსაჯმა ბურთი ჩათვალა, თუმცა მოგვიანებით თამაშგარედ შეაფასა, რამაც პაოკის მფლობელი განარისხა. ის მოედანზე მცველების თანხლებით ჩავიდა, წელზე სპეციალური საკიდი ჰქონდა გაკეთებული, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა მოთავსებული

როგორც თვითმხილველები ამბობენ, პაოკის მფლობელი მატჩის არბიტრს ემუქრებოდა.

ინციდენტის შემდეგ თამაში შეწყდა და ათენის აეკის ფეხბურთელებმა უსაფრთხოების ზომებიდან გმაომდინარე მოედანი დატოვეს.

პაოკის პრეზიდენტი ივან სავიდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბერძენია. ის საქართველოში, წალკის რაიონის ბერძნულ დასახლებაში დაიბადა. სავიდი რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატია და, როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ახლო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი