ეკა მამალაძე: ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში შესაძლოა გადაიდოს

მომღერალ ნანი ბრეგვაძის შვილმა ეკა მამალაძემ ტელეკომპანია “იბერიას” განუცხადა, რომ მოსკოვში დაგეგმილი ნანი ბრგვაძის კონცერტი შესაძლოა გაუქმდეს.

კითხვაზე, გაუქმდება თუ არა კონცერტი, ეკა მამალაძე პასუხობს: “არ ვიცით, არ ვიცით, ვერაფერს ვერ გპასუხობთ. თავს ვიკავებთ. შესაძლოა [გადაიდოს].”

კითხვაზე, კონცერტის შესაძლო გაუქმება დაუკავშირდება თუ არა არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში დაღუპვას, მამალაძე პასუხობს: “დიახ. ალბათ ასე იქნება”. თავს ვიკავებთ, რა ვქნათ… ჩვენ თვითონაც ასე ვფიქრობთ”, – განაცხადა ეკა მამალაძემ.

როდის გახდება ცნობილი, ჩატარდება თუ არა კონცერტი, ეკა მამალაძემ არ იცის.

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვის Crocus City Hall–ში 28 მარტსაა დაგეგმილი. ანოტაციის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ეკა მამალაძე, ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. კონცერტ სმუსიკალურად გააფორმებს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.


საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მათ ამ დღემდე ეკრძალებოდათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com