ახალი ამბები

რატომ დადგეს ტრენაჟორები სასაფლაოსთან – თბილისის მერიის განმარტება

12 მარტი, 2018 • 4596
რატომ დადგეს ტრენაჟორები სასაფლაოსთან – თბილისის მერიის განმარტება

“ფეისბუკზე” გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, რომ სასაფლაოსთან ტრენაჟორები დგას, ქალაქ თბილისის მერია ეხმაურება. როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გავრცელებულ ფოტოზე ასახული სასაფლაო მართლაც თბილისში, ვაკეში მდებარეობს, თუმცა ტრენაჟორები არა სასაფლაოს ტერიტორიას, არამედ გვერდით მდგომ ორ საცხოვრებელ კორპუსს ეკუთვნის. მოწყობილობა მოსახლეობის მოთხოვნით 2016 წელს დამონტაჟდა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10213938883684042&set=a.10200911570689359.1073741830.1168064973&type=3&theater&ifg=1

“კორპუსში დაახლოებით 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლემბაც გასართობი მოედნის მოწყობის მოთხოვნით 2016 წელს მოგვმართეს. სურათი იმ რაკურსითაა გადაღებული, რომ ეს ორი კორპუსი არ ჩანს და ისე გამოიყურება, თითქოს ტრენაჟორები სასაფლაოს ტერიტორიას ეკუთვნის, როცა გვერდით ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია,” – გვითხრეს მერიაში.

მერიამ “ნეტგაზეთს” ფოტოები მიაწოდა, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ სად დგას ტრენაჟორები.

საბურთალოს სასაფლაოსთან დამონტაჟებული ტრენაჟორები. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი