ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა” გერმანულად ითარგმნება

გერმანულმა გამომცემლობამ Dagyeli Verlag–მა დააანონსა, რომ ირაკლი ჩარკვიანის წიგნს “მშვიდი ცურვა” გერმანულ ენაზე გამოსცემს.

“შეგვიძლია, ოფიციალურად გამოვაცხადოთ, რომ ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა” ადრე ზაფხულში გამოიცემა. გამომცემლობა წიგნს “მშვენიერ და განმაცვიფრებელი რომანს” უწოდებს.

“მშვიდი ცურვა” ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანია. ის ორ მთავარ პერსონაჟზე, მეფესა და რუმიზე მოგვითხრობს.

მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერეგოები არიან. მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე კი შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა.

“მშვიდი ცურვა” ქართულ ენაზე გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა და საავტორო უფლებაც გამომცემლობამ გაყიდა. წიგნის გერმანულად მთარგმნელი იუნონა გურულია. “მშვიდი ცურვა” წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ითარგმნება.

ბაზრობაზე, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბაზრობაზე 300–მდე წიგნის თარგმანს წარადგენს. აქედან 130 გერმანულ ენაზე იქნება ნათარგმნი.

ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com