ახალი ამბებიეკონომიკა

2017 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 16.2%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

12 მარტი, 2018 • 1457
2017 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 16.2%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

2017 წელს საქართველოში 1861.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2016 წლის FDI-ზე (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) 16.2%-ით მეტია.

სქრინი: საქსტატი

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, სწორედ ამ სახელმწიფოდან განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს. მესამე ადგილზე 250.4 მლნ დოლარით გაერთიანებული სამეფოა. სამი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა.

სქრინი: საქსტატი

საქსტატის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა. მეორე ადგილზეა საფინასო, მესამე ადგილს კი სამშენებლო სექტორი იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი