ახალი ამბებისამართალი

ბათუმში მანქანებიდან მაგნიტოფონების და სხვა ნივთების ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

11 მარტი, 2018 • 1899
ბათუმში მანქანებიდან მაგნიტოფონების და სხვა ნივთების ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში ქურდობის რვაჯერ ჩადენა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, ბრადებულებმა მოიპარეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო კამერაც.

ერთ-ერთ დაკავებულს ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედისა და ლეპტოპის ქურდობაში ედება ბრალი.

მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე და 19-177-ე მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი