ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის აეროპორტში 5 რეისი ძლიერი ქარის გამო გაუქმდა

9 მარტი, 2018 • 3356
თბილისის აეროპორტში 5 რეისი ძლიერი ქარის გამო გაუქმდა

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აერპოპორტში 5 საერთაშორისო რეისი გაუქმდა, ხოლო 1 რეისი გადაიდო.

23:30 საათზე, აეროპორტის ვებგვერდის მონაცემებით, გადაიდო ან გაუქმდა შემდეგი რეისები:

  • გაუქმდა ‘სკატის” თბილისი–ალმაAტის [ყაზახეთი] მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:45 წუთზე უნდა გაფრენილიყო.
  • გადაიდო “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებიS” თბილისი– ურუმქის [ჩინეთი] რეისი 3 საათითა და 25 წუთით, რომელიც 2:30 წუთზე უნდა გაფრენილიყო. 
  • გაუქმებულია “თურქეთის ავიახაზების” სტამბულის მიმართულებით რეისი, რომელიც 7:40 სთ–ზე უნდა დაწყებულიყო. 
  • გაუქმდა “საქართველოს ავიახაზების” თბილისი–თეირანის მიმართულებით რეისი, რომელიც 7:30 საათზე უნდა გაფრენილიყო
  • გაუქმდა “საქართველოს ავიახაზების” ერევანი–თბილისის რეისი, რომელიც ერევნიდან 6:35 საათზე უნდა გამოსულიყო
  • გაუქმდა “თურქეთის ავიახაზების” სტამბული–თბილისის რეისი, რომელიც 12:25 წუთზე უნდა გამოსულიყო სტამბულიდან.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი