ახალი ამბები

როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს – სამაშველო სამსახურის რჩევები

9 მარტი, 2018 • 4155
როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს – სამაშველო სამსახურის რჩევები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გთავაზობეთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

თუ თქვენ შენობის გარეთ იმყოფებით:

  • იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი

  • დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები)

  • დარეკეთ 112-ში

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას

  • დაელოდეთ სამაშველო რაზმს

თუ თქვენ შენობაში იმყოფებით:

  • მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად

  • დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან

  • მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ

  • იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი