ახალი ამბები

გურამიშვილის გამზირზე ქარმა ხე წააქცია – [ფოტო]

9 მარტი, 2018 • 4099
გურამიშვილის გამზირზე ქარმა ხე წააქცია – [ფოტო]

გურამიშვილის გამზირზე, “ევროპის უნივერსიტეტის” ეზოში ქარმა ხე წააქცია. მომხდარის გამო არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა, ვინაიდან უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს, შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი