წიგნები, რომლებსაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგენს –სია

წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართული წიგნების 188 თარგმანია მომზადებული, რომლებსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგენენ.

დღევანდელი მდგომარეობით, 77 თარგმანი მზადდება, რომლებსაც ასევე წარადგენენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. პირველ ცხრილში მოცემულია იმ თარგმანების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე გამოიცა და ითრგმნა, მეორე ცხრილში კი მოცემულია ის წიგნები, რომლებიც ახლა მზადდება.

წიგნის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეს ჩამონათვალი არაა საბოლოო, რადგან სხვა ახალი თარგმანების მოსამზადებლად კონკურსის გამოცხადებას კიდევ აპირებენ. ცენტრის დირექტორის, დეა მეტრეველის განმარტებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 300–მდე თარგმანის პრეზენტაციაა დაგეგმილი.

ჩამონათვალის მიხედვით, 133 თარმგნილი წიგნის ავტორი კაცები არიან, ხოლო ქალების ავტორობით 27 თარგმანია მომზადებული. 3 ანთოლოგია კი მხოლოდ ქალი ავტორების ნაწარმოებების თარგმანებს მოიცავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com