ახალი ამბები

შაქრის ქარხნის ამუშავების მოთხოვნით აგარაში აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

9 მარტი, 2018 • 3200
შაქრის ქარხნის ამუშავების მოთხოვნით აგარაში აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

“აგარის შაქრის კომპანიის” ამუშავების მოთხოვნით აგარაში აქცია მიმდინარეობს. აქცია 15:30 საათზე დაიწყო.  “აგარის შაქრის კომპანიის” თანამშრომლები ერთ კვირაზე მეტია, ქარხნის წინ ყოველდღიურ აქციებს მართავენ.

აქციას შეუერთდნენ სოფლის მეურნეობის მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.

“აგარის შაქარის კომპანია” მეექვსე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი