ახალი ამბები

საზმაუში 170 ახალი თანამშრომლიდან კონკურსით მხოლოდ 3 აიყვანეს, მათ შორის ერთი მაღლაფერიძეა – TI

9 მარტი, 2018 • 3527
საზმაუში 170 ახალი თანამშრომლიდან კონკურსით მხოლოდ 3 აიყვანეს, მათ შორის ერთი მაღლაფერიძეა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მანძილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში 170 ახალი თანამშრომელი მიიღეს. კონკურსის წესით საზოგადოებრივ მუაწყებელში მხოლოდ 3 ადამიანი აიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი თანამშრომელი მიიღეს 2017 წლის 6 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით, რაზეც მაუწყებელში განაცხადეს, რომ 170. აქედან 3 თანამშრომელია კონკურსის წესით დანიშნული, მათ შორის, არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და ორი გამხმოვანებელი.

170 ახალდ მიღებული თანამშრომლიდან 31 კორესპონდენტია, 17 რედაქტორი და 10 პროდიუსერი. მიღებულ თანამშრომლებს შორის 11 წამყვანია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი