ახალი ამბები

თბილისის მერია მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო აფრთხილებს

9 მარტი, 2018 • 2880
თბილისის მერია მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს, შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას

“გარდა ამისა, მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი