ახალი ამბები

გურამ ფალავდნიშვილი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს

8 მარტი, 2018 • 1900
გურამ ფალავდნიშვილი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვირლმან ხულიგნობის გულისხმობს.

“გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

“იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამართალდამცველები იმყოფებიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ერთმანეთს მოარიდეს. აქციის მიმდინარეობისას კონტრაქციის ერთ-ერთმა წევრმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მოქალაქეების მისამართით კვერცხებს ისროდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1962 წელს დაბადებული გ.ფ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე უხლით დააკავეს, რაც წვირლმან ხულიგნობას გულისხმობს.”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი