ახალი ამბები

იუსტიციის სახლთან ტრანსფობიურ აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

8 მარტი, 2018 • 3252
იუსტიციის სახლთან ტრანსფობიურ აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

იუსტიციის სახლთან, სადაც ტრანსფობიური აქცია მიმდინარეობს, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.

იუსტიციის სახლთან დღეს იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც ითხოვენ ტრანსგენდერებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას.

ტრანსფობიური კონტრაქცია თბილისში. 08.03.18 © მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ამის პარალელურად იუსტიციის სახლთან მიმდინარეობს ამ აქციის ტრანსოფობიური კონტრაქცია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, გურამ ფალავანდიშვილი, კვერცხის სროლას შეეცადა, თუმცა ის დააკავეს. ორ აქციას ერთმანეთისაგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.


რატომ ითხოვენ აქტივისტები და ტრანსგენდერები პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას?

  • თუ პოლიციელი ხართ და 27 წლის ალექსის ქუჩაში გააჩერებთ, პირადობის მოწმობას ვერ გაჩვენებთ. თუ დამსაქმებელი ხართ და კონტრაქტის გასაფორმებლად მას დოკუმენტებს მოსთხოვთ, ვერ მოგიტანთ. ალექსი კაცია, ქალის საბუთებით, სახელმწიფო კი მას პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლაზე უარს ეუბნება.
  • რას (არ) აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებსაც პირადობის დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა სურთ, ისე არ იტანჯებოდნენ, როგორც ალექსი? ნახეთ ნეტგაზეთის მასალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი