“მოზაიკაში” 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4-ზე ჩავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესცენტრ მოზაიკაში 6 წლის ბავში მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა. უწყების თანახმად, შემთხვევის დროს კონცერტი მიმდინარეობდა და ბავშვი ფოიეში იყო. შემთხვევა დღეს მოხდა.

“ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე 124-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება,”-განუცხადეს ნეტგაზეს შსს-ში.

სსკ-ის 124-ე მუხლი გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.