ახალი ამბები

რატომ აპროტესტებენ კანადაში ექიმები ხელფასის ზრდას

8 მარტი, 2018 • 3909
რატომ აპროტესტებენ კანადაში ექიმები ხელფასის ზრდას

კანადაში დაახლოებით 500-მა ექიმმა და სამედიცინო უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა პეტიციას მოაწერეა ხელი, რომლითაც ისინი  ხელფასების ზრდას აპროტესტებენ. ამის შესახებ CNBC წერს

“ჩვენ, კვებეკის ექიმები, რომლებსაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემის გვჯერა, ვეწინააღმედეგბით სამედიცინო ფედერაციის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ჩვენი ხელფასები” – ნათქვამია მათ წერილში.

წერილის მიხედვით, მედიკოსთა ჯგუფსითვის შეურაცხმყოფელია ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც ამავე სექტორში მომუშავე ექთნებსა და პაციენტებს სირთულეებთან უწევთ გამკლავება.

პეტიციას წინ უძღოდა კვებეკის ექთანთა კავშირის პროტესტი.  ექთანთა კავშირის თქმით, მათ წევრებს ყოველდღიურად ზეგანაკვეთური შრომა უწევთ.

როგორც კანადის მთავრობის ვებგვერდზე წერია, კანადის ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა დახმარებას ყველას სთავაზობს საჭიროების შესაბამისად, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა.

“ჩვენთვის [ხელფასების] ეს ზრდა ყოვლად მიუღებელია. ექთნებს, კლერკებსა და სხვა პროფესიონალებს რთული სამუშაო პირობები აქვთ, ხოლო ჩვენს პაცენტებს, იმის გამო, რომ ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ დრამატულად შეამცირა მათი დახმარება, რიგი  სამედიცინო სერვისების გარეშე უწევთ ცხოვრება” – ვკითხულობთ  ექიმების წერილში.

ხელმომწერი მედიკოსები ითხოვენ, რომ ის ფული, რომელიც მათ შემოსავალს ხელფასის ზრდის შემთხვევაში უნდა დამატებოდა, ისევ ჯანდაცვის სისტემას დაუბრუნდეს.

როგორც Washington Post წერს, კვებეკის ექიმთა ფედერაცია 10 000 მედიკოსისთვის ხელფასის გაზრდას 1.4%-ით აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4.7 მილიარდი აშშ დოლარი 2023 წლისთვის 5.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ კანადაში ექიმის საშუალო ხელფასი ყოველწლიურად 260 924 აშშ დოლარია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კვვებეკის ჯანდაცვის ფედერაცია ექიმების წერილის შემდეგ, თუმცა, როგორც კანადის ჯანდაცვის მინისტრმა, გეტონ ბარეტმა განაცხადა:

“თუ ისინი [ექიმები] გრძნობენ, რომ მათ ზედმეტს უხდიან, შეუძლიათ ფული უბრალოდ მაგიდაზე დატოვონ. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ფულს კარგად გამოვიყენებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი