შრი-ლანკაში ბუდისტებისსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

შრილ-ლანკის ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და კანდის რაიონში ძალოვანთა რაოდენობა გაზარდა. მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ბუდისტების მიერ მუსლიმი მოსახლეობის მიმართ ძალადობის აღმოფხვრით ასაბუთებს. ამის შესახებ BBC წერს.

შრი-ლანკაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ბუდისტი ახალგაზრდა მუსლიმების ჯგუფთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა. ბუდისტების ჯგუფები თავს ესხმიან მეჩეთს და უარს ამბობენ, დაემორჩილონ კომენდატის საათის მოთხოვნებს. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

გამოცემის თანახმად, უსაფრთოხების ზომების დასაცავად შრი-ლანკის ხელისუფლებამ რესპუბლიკაში სოციალური ქსელები დაბლოკა, გაჩერდა სკოლები, ხოლო კომენდანტის საათი გააგრძელა. მათი თქმით, ერთ-ერთ დამწვარ მეჩეთში მუსლიმის ცხედარი იპოვეს, რამაც შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

შრი-ლანკის უმრავლესობაში მყოფ სინჰალელებსა და მუსლიმებს შორის, რომლებიც უმცირესობაში არიან, დაპირისპირება გუშინ, 7 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. არეულობის დროს დაიწვა არაერთი შენობაც.

შრი-ლანკა სოციალურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობით გამოირჩევა. კუნძულზე, სადაც რელიგიურ უმეტესობას ბუდისტები წარმოადგენენ, საგანგებო მდგომაროება 2009 წლის შემდეგ არ გამოცხადებულა. სწორედ ამ წელს დასრულდა მრავალწლიანი ბრძოლა და სამოქალაქო ომი მეამბოხეებთან.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან