ახალი ამბები

კიმ კი-დუკს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

8 მარტი, 2018 • 1818
კიმ კი-დუკს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

სამხრეთკორეელ რეჟისორს, კიმ კი-დუკს სამი მსახიობი ქალი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში სდებს ბრალს. The Guardian წერს, რომ ამის შესახებ მსახიობმა ქალებმა 6 მარტს სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრეს. სამივე ქალმა ანონიმურად ილაპარაკა რეჟისორის შესახებ.

ერთი-ერთი ქალის თქმით, რეჟისორმა სასტუმროს ნომერში ვითომდა სცენარის განსახილველად მოტყუებით დაიბარა, შემდეგ კი გააუპატიურა. მეორე ქალის თქმით კი, კიმმა მოსთხოვა, რომ გაშიშვლებულიყო. რეჟისორმა ბრალდებებს შემდეგნაირად  უპასუხა: “ჩემი სურვილების დასაკმაყოფილებლად ჩემი, როგორც რეჟისორის სტატუსი არასოდეს გამომიყენებია”.

კიმ კი-დუკი ყველაზე პოპულარულ სამხრეთკორეელ რეჟისორად ითვლება. მისი ფილმები კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალების გამარჯვებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი