ახალი ამბები

ანონსი – 8 მარტი

7 მარტი, 2018 • 1666
ანონსი – 8 მარტი

12 : 00 თბილისის მერიის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ტურნირები პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში და მშვილდოსნობაში. ტურნირები ჩატარდება ქალ პარასპორტსმენებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მის: პარასპორტის განვითარების ცენტრი; ბელიაშვილის ქ.N5

12:00 100-ზე მეტი ორგანიზაცია გამართავს პრესკონფერენციას, რომლის ფარგლეშიც გაავრცელებს ერთობლივ განცხადებას. განცხადება შეეხება 37,455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შესახებ. მის: რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

13: 00 თბილისში, მეტროსადგურ რუსთაველთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გამართავს ღია ოფისს, სადაც პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრები ქალებს ყვავილებით მიულოცავენ ქალთა საერთაშორისო დღეს და ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციას და ბუკლეტებს მიაწვდიან.

14 :00 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მასპინძლობს გამოფენას – „ქალები პოლიტიკაში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება“. მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი