ახალი ამბები

კოკა-კოლა პირველად გეგმავს ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას

7 მარტი, 2018 • 2317
კოკა-კოლა პირველად გეგმავს ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას

კოკა-კოლა, კომპანიის 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას იაპონიაში გეგმავს. კომპანიის იაპონურ ფილიალში განმარტავენ, რომ კოკა-კოლას მხრიდან ეს ექსპერიმენტი იქნება.

“მანამდე ჩვენ მცირე ალკოჰოლიანი სასმელის ბაზარზე არ ვყოფილვართ და ვნახავთ, როგორ გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობას,”-ამბობს კოკა კოლას იაპონური ფილიალის პრეზიდენტი. მსოფლიოს უდიდეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ იაპონური Chu-Hi-ის მსგავსი სასმელის შექმნაზე მუშაობენ. The Guardian წერს, რომ ამ იაპონურ სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 3-8%-ია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი