ახალი ამბები

ქეთა თოფურიამ და გრიგორი ლეპსმა პუტინის მხარდასაჭერ კლიპში იმღერეს

7 მარტი, 2018 • 5512
ქეთა თოფურიამ და გრიგორი ლეპსმა პუტინის მხარდასაჭერ კლიპში იმღერეს

რუსული ესტრადის წარმოშობით ქართველმა მომღერლებმა, ქეთა თოფურიამ და გრიგორი ლეპსმა, რომელმაც საქართველოში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 22 აგვისტოს კონცერტი გამართა, პუტინის მხარადასაჭერ კლიპში, სახელად “გზამკვლევი ვარსვკლავი”, იმღერეს. კლიპი რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერების “Team Putin”-ის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

კლიპში, რომელსაც უკვე შეარქვეს “პრეზიდენტის მხარდამჭერთა ჰიმნი”, გარდა თოფურიასა და ლეპსისა, რუსული ესტრადისა და შოუ ბიზნესის ათობით წარმომადგენელი ჩანს.

ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად კამპანია “Team Putin”-ის შექმნის იდეა 2017 წელს რუსმა ჰოკეისტმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა გაახმიანა. მისი თქმით, მოძრაობის იდეა არ არის წინასაარჩევნო აგიტაცია, “არამედ ეს არის იმ ხალხის გაერთიანება, რომელიც აფასებს ადამიანურ ღირსებებს, ისეთებს, როგორიცაა ნდობა, პატივისცემა, სამართლიანობა და ქვეყნის მიმართ სიამაყის გრძნობა”.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დანიშული. პუტინი რუსეთს უკვე 18 წელია მართავს. მას სერიოზული კონკურენტი არც წლევანდელ არჩევნებზე ჰყავს. მის ერთ-ერთ კონკურენტ ალექსეი ნავალნის, რომელიც პუტინის კორუფციულ რეჟიმს უკვე წლებია აკრიტიკებს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი