ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა

7 მარტი, 2018 • 1857
საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში 2017-2018 წლებში 2016-2017 სასწავლო წელთან შედარებით აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა 41-ით გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანის მოქალაქე 2 691 სტუდენტი სწავლობს, მათი უმეტესობა კი კერძო უნივერსიტეტებშია ჩარიცხული.

სტატისტიკის სამსახური უცხოელ სტუდენტთა შესახებ ინფორმაციას გენდერულ ჭრილშიც აქვეყნებს. აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუდენტთა დიდი ნაწილი კაცია.

2017-2018 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას იღებს 10 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი