რუსული მედია: ჩეჩნეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც ძალოვნები იმყოფებოდნენ

ჩეჩნეთში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც, როგორც RIA წერს, 9 ძალოვანი იმყოფებოდა. გამოცემა ჩეჩნეთის ძალოვან სტურქტურებში მყოფ წყაროებს ეყრდნობა.

გამოცემის თანახმად, ბორტზე მყოფთ შორის, როგორც მინიმუმ, 5 ძალოვანი ადგილზე გარდაიცვალა. ჯერჯერობით მაშველები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი ციფრი უცნობია. ვერტმფრენი იტუმ-კალინსკის ოლქში ჩამოვარდა. მათივე თქმით, კატასტროფის ადგილზე მისასვლელად სასწრაფოს ორი ბრიგადა გაემართა.

გუშინ, 6 მარტს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა სირიაშიც, ხმეიმის ავიაბაზაზე დაშვებისას. თვითმფრინავის ბორტზე 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკამდე 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა რუსეთის დროით 15 საათზე მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან