ახალი ამბები

კალაძე: გაფრთხილებულია 500 სამშენებლო ობიექტი, 120-ზე კი მშენებლობა შეჩერდა

7 მარტი, 2018 • 1110
კალაძე: გაფრთხილებულია 500 სამშენებლო ობიექტი, 120-ზე კი მშენებლობა შეჩერდა

სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების ან პროექტის დარღვევით მიმდინარეობის გამო 500 ობიექტი გააფრთხილეს. აქედან უკვე დაჯარიმებულია 272 ობიექტი, შეჩერების დადგენილება კი 120 ობიექტის მიმართ ამოქმედდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქალაქში სამშენებლო წესების დაცვა გაუმჯობესდეს, საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებაა აუცილებელი.

სხდომაზე კალაძემ წარადგინა ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში და გარდა სამშენებლო დარღვევებისა, სააარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის ფაქტებზე ისაუბრა:

“ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მე მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, – განმარტა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი