ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილის იარაღის კოლექცია

7 მარტი, 2018 • 4766
შს მინისტრის მოადგილის იარაღის კოლექცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საბრძოლო იარაღების კოლექციას ფლობს, რომელშიც პისტოლეტებთან ერთად სნაიპერული შაშხანაც შედის.

მალანია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მის კოლექციაში შედის შემდეგი დასახელების საბრძოლო იარაღები. შენიშვნა: ფოტოები აღებულია ინტერნეტიდან მალანიას მიერ დასახელებული მოდელების შესაბამისად:

[red_box]glock 17[/red_box]

Glock17

[red_box]zig-zauer 1911[/red_box]

sig sauer 1911

[red_box]стечкин[/red_box]

Stechkin

[red_box]СВД[/red_box]

СВД

[red_box]G74[/red_box]

დეკლარაციის თანახმად ყველა ეს იარაღი მალანიას სხვადასხვა დროს აჩუქეს.

მერაბ მალანიას სამუშაო გამოცდილება:

  • 29.02.15-13.01.2016 წწ. – შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
  • 24.02.15-29.04.2015 წწ. –  შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • 23.01.2014-24.02.2015 წწ.  – შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი;
  • 01.04.2013-23.01.2014 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის განყოფილების უფროსი;
  • 13.06.2002-01.04.2013 წწ. – შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ინსპექტორი;
  • 22.05.2001-13.06.2002 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 01.11.2000-22.05.2001 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის საბრძოლო ჯგუფის უფროსი;
  • 28.05.1999-01.11.2000 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ოფიცერი;
  • 04.06.1998-28.05.1999 წწ. – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის თანამშრომელი;
  • 1995-1997 წწ. – სავალდებულო სამხედრო სამსახური.

მერაბ მალანია

მასალების გადაბეჭდვის წესი