მარტში მოსამართლეთა კონფერენცია ლევან თევზაძის შემცვლელს აირჩევს

2018 წლის 28 მარტს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საჭოს მოსამართლე წევრის, ლევან თევზაძის შემცვლელს აირჩევს.

26 თებერვალს იუსტიციის საბჭომ ლევან თევზაძე 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. როგორც ნეტგაზეთს “გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა, ოლიკო შერმადინმა განუმარტა, ამის გამო ლევან თევზაძეს ვადაზე ადრე მოუწევს საბჭოს დატოვება, ვინაიდან თავმჯდომარეების კვოტა საბჭოში უკვე შევსებულია.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატები წინასწარ არ სახელდება. დღის წესრიგის თანახმად, კანდიდატებს კონფერენციის დღეს თავად მოსამართლეები დაასახელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი