ახალი ამბები

პრემიერის ინფორმაციით, ტატუნაშვილს 12 მარტამდე გადმოასვენებენ

6 მარტი, 2018 • 1278
პრემიერის ინფორმაციით, ტატუნაშვილს 12 მარტამდე გადმოასვენებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ.

“ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, 6 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

  • სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
  • ოსური მხარის ინფორმაციით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო.ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ გადასცემია.
  • ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი