ახალი ამბები

ფრენსის მაკდორმანდის ოსკარის მოპარვის ბრალდებით კაცი დააკავეს

6 მარტი, 2018 • 1890
ფრენსის მაკდორმანდის ოსკარის მოპარვის ბრალდებით კაცი დააკავეს

ლოს ანჯელესის პოლიციის ინფორმაციით, მსახიობ ფრენსის მაკდორმანდისთვის ოსკარის ქანდაკების მოპარვის ბრალდებით კაცი დააკავეს. AP ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ბრალდებული შენობას ოსკარის ქანდაკებით ხელში. შემთხვევაზე პოლიციამ 47 წლის კაცი დააკავა. ჯილდო მოგვიანებით ფრენსის მაკდორმანდს დაუბრუნეს. სამართალდამცავების თქმით, ბრალდებულს ოსკარის დაბრუნებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფრენსის მაკდორმანდმა ოსკარი მიიღო ფილმისთვის “სამი ბილბორდი ებინგთან ახლოს, მისური”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი