ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების არალეგალური კლუბი გამოავლინა

6 მარტი, 2018 • 1526
საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების არალეგალური კლუბი გამოავლინა

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, კლუბი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში იყო განთავსებული.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ აზარტული თამაშების აღნიშნულ კლუბი სავალდებულო ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. კლუბში არალეგალურად თამაშობდნენ ისეთ თამაშებს, როგორიცაა “პოკერი” და “რულეტკა.

“აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი