კვლევა – 15 ათასამდე ქალს განუცდია ფიზიკური ძალადობა ორსულობისას

იმ ქალების ორმა პროცენტმა, ვინც ოდესმე ორსულად ყოფილა, განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობა განუცდია მინიმუმ ერთი ორსულობის დროს მაინც. საქართველოს მასშტაბით ეს რიცხვი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.

მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაურტყამთ. ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილია, რომელსაც ორსულობამდე პერიოდშიც ერთი და იგივე პირი ახორციელებს. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. საველე სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6006 ქალი და 1601 კაცი გამოკითხეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com