ქართული რომანი პირველად მოხვდა კანის კინოფესტივალის სექციაში “Shoot The Book”

“ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” ცნობით, ქართული რომანი პირველად მოხვდა კანის კინოფესტივალის სექციაში  “Shoot the Book”.

აკა მორჩილაძის რომანი “obOle” პირვეი ქართული წიგნია, რომელიც ამ სექციაში მოხვდა.

კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები ქართველმა გამომცემლებმა წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით წარადგინეს. შერჩეული 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული რომანი მოხვდა.

აკა მორჩილაძის რომანი საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება.

რომანი 2012 წელს გამოიცა. მისი მთავარი გმირი  მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭია, რომელიც ორი დღით ჩავა ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.