ახალი ამბები

ფრენსის მაკდორმანის ფემინისტური სიტყვა ოსკარზე

5 მარტი, 2018 • 2721
ფრენსის მაკდორმანის ფემინისტური სიტყვა ოსკარზე

მსახიობ ფრენსის მაკდორმანის მიერ წარმოთქმული სამადლობელი სიტყვა ოსკარის 90-ე დაჯილდოების გამორჩეულ მომენტად იქცა. “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მაკდორმანის სიტყვის თარგმანს:

“კარგი, ცოტა სუნთქვა ამიჩქარდა და თუ წავიქცევი, ფეხზე დამაყენეთ, რადგან სათქმელი მაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო მარტინ მაქდონაჰს. შეხედე, რა ჩაიდინე. ჩვენ ხულიგნებისა და ანარქისტების ჯგუფი ვართ, თუმცა წარმოსადეგი ჯგუფი. მინდა, ამ შენობაში თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ასევე, ჩემს დას დოროთის, დოთ, მიყვარხარ. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლანს, ჯოელ და პედრო “მკკოენებს”. ეს ორი მზრუნველი ადამიანი მათმა ფემინისტმა დედამ გაზარდა. ისინი აფასებენ საკუთარ თავს, ერთმანეთს და სხვებს მათ გარშემო. ვიცი, რომ ჩემით ამაყობთ და ეს მუდამ მამხიარულებს.

ის პატივი რომ მქონდეს, ახლა ყველა კატეგორიაში დასახელებულ ქალ ნომინანტთან ერთად ვიდგე სცენაზე, იქნებიან ეს მსახიობები- მერილ, შენ თუ იზამ ამას, სხვებიც გააკეთებენ. მოდით, ყველა- რეჟისორები, პროდიუსერები, მწერლები, ოპერატორები, კომპოზიტორები, დიზაინერები. [ამ დროს დარბაზში ყველა ქალი ფეხზე ადგა და ამგვარად შეუერთდა ფრენსის მაკდორმანს,] მოდით, შეხედეთ ერთმანეთს, მიმოიხედეთ, ქალბატონებო და ბატონებო , რადგან ჩვენ ყველას გვაქვს ამბები, რომელთა მოყოლაც გვინდა და პროექტები, რომლისთვისაც დაფინანსება გვჭირდება. დღეს არ დაგველაპარაკოთ წვეულებაზე. მიგვიწვიეთ ოფისებში, ან შეგიძლიათ თავად გვეწვიოთ ჩვენს ოფისებში, როგორც გირჩევნიათ, და ჩვენ ამ ისტორიებს მოგიყვებით. მე თქვენთვის ორი სიტყვა მაქვს, რომლებსაც გიტოვებთ “ჩართულობის მხედარი”- ასე დაასრულა სამადლობელი სიტყვა ფრენსის მაკდორმანმა.

მოგვინებით, როდესაც მსახიობი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, მან დამატებით განმარტა, რას გულისხმობდა ამ ორი სიტყვით. ეს ეხება კონტრაქტებს, რომლებიც ფილმზე მუშაობის დაწყებამდე დაიდება და რომელთა მიხედვითაც, არა მხოლოდ სამსახიობო ანსამბლის, არამედ ფილმეზე მომუშავე ადამიანების 50% მრავალფეროვნების პრინციპით დაკომპლექტდება. სწორედ ამისკენ მოუწოდა მსახიობმა დოლბის თეატრში შეკრებილებს.

ფრენის მაკდორმანმა ოსკარი  ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო ფილმში “სამი ბილბორდი ებინგის ახლოს, მისური”. ეს მისი მეორე ოსკარია ხუთი ნომინაციიდან. პირველად ოსკარი 1997 წელს მიიღო მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში – “ფარგო” .

მასალების გადაბეჭდვის წესი