ახალი ამბებისამართალი

რას გულისხმობს “გირგვლიანის შესწორებები” – ანრი ოხანაშვილის განმარტება

5 მარტი, 2018 • 1788
რას გულისხმობს “გირგვლიანის შესწორებები” – ანრი ოხანაშვილის განმარტება

პარლამენტის დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “გირგვლიანის შესწორებები” სახელმწიფო მოხელეების მიერ დანაშაულის ჩადენას გაუწევს პრევენციას.

ერთ თვეზე მეტი გაგვოდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “გირგვლიანის შესწორებების” შემოტანა დააანონსა. ამ დრომდე, კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული არ არის.

როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ნეტგაზეთთან სუბრისას აღნიშნა, ცვლილებების პაკეტი შემუშავებულია და ამჟამად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

“ამ ცვლილებების არსი იქნება ისეთი ქმედებების პრევენცია, რომელიც მიმართულია საჯარო ინტერესის წინააღმდეგ და ამას ახორციელებს მოხელე თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი – ეს უნდა იყოს კონკრეტულად გაწერილი,”- განაცხადა მან.

ონახაშვილი განმარტავს, რომ აქ მხოლოდ სასჯელის გამკაცრებაზე არ იქნება საუბარი.

“საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული აღწერილობითი ფაბულა, რომელიც იტყვის, რომ ის, რაც ახლა იქმნება, აქამდე კანონმდებლობით არ იყო, იყო, შესაძლოა, ზოგადად, თუმცა ახლა კონკრეტულ სიტუაციას ვქმნით ჩვენ, რითიც ყველა ადამიანი, რომელსაც ამისკენ წაუცდება ხელი, იქნება მკაცრად დასჯილი. ანუ, არა მხოლოდ სანქციის ნაწილი, ანუ სასჯელის გამკაცრება, არამედ კკონკრეტული აღწერილობითი ნაწილის შექმნა და, შესაამისად, სანქციაც იქნება მკაცრი. ანუ აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ პირობითად 333-ე მუხლი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამკაცრდეს სანქციით, თუ ახლა პირობითად 3 წლამდე გახდეს 8 წელი –  ამაზე არ არის საუბარი. საუბარია ახალი ფორმულირების შექმნაზე და საუბარია, შესაბამისად, მკაცრ სანქციაზე,”- ამბობს ის.

მისივე თქმთ, კაონონოროექტი თანამდებობის პირებს არ დააკონკრეტებს:

“არცერთ შემთხვევაში აქ არ გაკეთდება ჩამონათვალი- პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ, სახელდებით ჩამონათვალი არ იქნება კონკრეტული თანამდებობის პირების. არ შეეხება საკითხი პრეზიდენტის შეწყალების ნაწილში რაიმე ცვლილების შეტანას. ეს არის პოლიტიკური აქტი, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ეს სხვა არის. თუმცა საუბარი იქნება უკანონო ქმედებების განხორციელებაზე, დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაზე შესაბამისი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი