ახალი ამბები

“იორდანია მზადაა მდინარე იორდანეს სანაპიროზე საქართველოს მიწა აჩუქოს ეკლესიის ასაშენებლად”

5 მარტი, 2018 • 5245
“იორდანია მზადაა მდინარე იორდანეს სანაპიროზე საქართველოს მიწა აჩუქოს ეკლესიის ასაშენებლად”

მმართველი გუნდის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იორდანიის სამეფო მზად არის საქართველოს მდინარე იორდანეს სანაპიროზე მიწა აჩუქოს, სადაც დეპუტატის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება იქნება შესაძლებელი.

ქუცნაშვილის თქმით, ეკლესია იორდანეს სანაპიროზე საქართველოს ცნობადობას გაზრდის, რადგან იქ უამრავი მოგზაური ჩადის.

“ეს ის წმინდა ადგილია, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. შესაძლებელია იქ აშენდეს მართლამდიდებლური ეკლესია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა “კვირის” პრესკლუბში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი