ჯიმი კიმელმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც კინოში დადის – ოსკარი [ფოტო]

ოსკარის 90-ე დაჯილოდების ცერემონიალზე შოუს წამყვანმა ჯიმი კიმელმა გადაწყვიტა მადლობა გადაეხადა იმ ადამიანებისთვის, ვინც კინოში დადის ფილმის სანახავად.

ჯიმი კიმელმა ამ მისიის შესასრულებლად რამდენიმე მსახიობი და რეჟისორი დაიხმარა, რომლებმაც მოხალისეობის სურვილი თავად გამოთქვეს, მათ შორის ოსკაროსანი ლუპიტა ნიონგო, წლევანდელი ნომინანტები- მარგო რობი და გილერმო დელ ტორო, გალ გადოთი და სხვები.

კიმელი მათთან ერთად ერთ-ერთ კინოთეატრში მივიდა, სადაც კინოში შეკრებილებს ფილმის ყურება შეაწყვეტინა და საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული და სასმელი აჩუქა. საბოლოოდ  ერთად საერთო ფოტოც გადაიღეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com