წლის ფილმის კატეგრორიაში ოსკარი გადაეცა “წყლის ფორმას”

წლის ფილმის კატეგორიაში კინოაკადემის 90-ე დაჯილდოებაზე ოსკარი გადაეცა “წყლის ფორმას”. ხოლო საუკეთესო რეჟისორი გახდა გილერმო დელ ტორო ასევე ფილმისთვის “წყლის ფორმა”.

ქალის მთავარო როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი ფრენსის მაკდორმანმა მიიღო ფილმისთვის “სამი ბილბორდი ებინგთან ახლოს, მისური”. ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი ოსკარი ელისონ ჯეინს გადასცეს ფილმში “მე, ტონია” შესრულებული როლისთვის. კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი გარი ოდლმანმა მიიღო ფილმისთვის “ჩერჩილი, მძიმე დროება”, ხოლო კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო სემ როკველს გადასცეს ფილმში “3 ბილბორდი ებინგთან ახლოს, მისური”.

საუკეთესო ანიმაცია “კოკო” გახდა, ხოლო წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი “ფანტასტიკური ქალი” გახდა ჩილედან.

საუკეთესო ორიგნალი სცენარისთვის ჯილდო ფილმმა “თავს უშველე” მიიღო. ადაპტირებული სცენარისთვის კი პრიზი ფილმს “შენი სახელით მომმართე” გადასცეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com