ახალი ამბები

თალაკვაძე: პრეზიდენტობის ქალ და კაც კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ

4 მარტი, 2018 • 1641
თალაკვაძე: პრეზიდენტობის ქალ და კაც კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ

საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის შესახებ კონსულტაციები მომდინარეობს.

ნეტგაზეთმა თალაკვაძეს დაუსვა შეკითხვა, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების კანდიდატი თეა წულუკიანი იქნება.

“წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა, პოლიტსაბჭოს ფორმატში ჯერ არ ყოფილა შესაძლო კანდიდატების განხილვა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლითაც შევარჩევთ კანდიდატს, მაღალი ალბათობით, ეს იქნება გამოცდილება, საზოგადოების ნდობა და საქართველოს მომავალი განვითარების ხედვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა პრეზიდენტმა შეძლოს საქართველოს ინტერესების წარმოდგენა საერთაშორისო ასპარეზზე.

კონკრეტული კანდიდატების დასახელებისგან ამ მომენტში ნამდვილად თავს შევიკავებ,  კანდიდატების განხილვა უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოს ფორმატში და შემდგომში უკვე შეგვიძლია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, როგორც ქალ, ასევე კაც კანდიდატებს არჩევნებში თანაბარი შანსები და შესაძლებლობები აქვთ. თუმცა ეს არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატის დასახელებისას,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი