ახალი ამბები

თბილისში ხის საამქრო დაიწვა

4 მარტი, 2018 • 1990
თბილისში ხის საამქრო დაიწვა

4 მარტს, დილით, თბილისში, სამგორს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე ხის საამქრო დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკალიზებულია.

მათივე ცნობით, დამწვარია 3000 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია, ადგილზე 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა არის მობილიზებული.

“სასაწყობე შენობა, სადაც იყო ხის მასალა, მთლიანად დაიწვა. დაშავებული არ გვყავს, ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.  “-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ანდრე ქუჯაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი