ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა სანქციები, რომელიც ყირიმის ოკუპაციის გამო პრეზიდენტმა ობამამ 2014 წელს რუსეთს დაუწესა.

აღნიშნული სანქციები ამერიკაში სამოგზაურო აკრძალვას უწესებს არაერთ რუს მაღალჩინოსანსა და ოლიგარქს, მათ შორის, პუტინის უახლოესი გარემოცვიდან. გარდა ამისა, სანქციები ეხება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, ნავთობკომპანიებს, ავტო და იარაღის მწარმოებელ კომპანიებს. აკრძალულია მათი აშშ-ში იმპორტი, ასევე, ამერიკულ ფინანსურს ორგანიზაციებს ეკრძალებათ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან რაიმე სახის თანამშრომლობა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს სამხედრო ძალით დაეხმარა, მის წინააღმდეგ აშშ-მა და ევროპამ სანქციები დააწესეს, რომელიც პერიოდულად უფრო მკაცრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.