ახალი ამბებისამართალი

თებერვალში 1280 მ3 უკანონო მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს – სამინისტრო

2 მარტი, 2018 • 1729
თებერვალში 1280 მ3 უკანონო მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს – სამინისტრო

2018 წლის თებერვალში, ერთ თვეში, 1280 მ3–ის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს, ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გაგზავნილი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები რეგიონების მიხედვით:

  • კახეთში – 206 ფაქტი
  • სამცხე-ჯავახეთში – 90 ფაქტი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 61 ფაქტი
  • ქვემო ქართლში – 50 ფაქტი
  • იმერეთში – 45 ფაქტი
  • შიდა ქართლში – 42 ფაქტი
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 26 ფაქტი
  • მცხეთა-მთიანეთში – 22 ფაქტი
  • აჭარაში – 21 ფაქტი
  • გურიაში – 10 ფაქტი

სამინისტროს ცნობით, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილია 26 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი