ახალი ამბები

თემურ გოცაძის თქმით, ნატოს საწინააღმდეგო წერილზე ხელი არ მოუწერია

1 მარტი, 2018 • 1718
თემურ გოცაძის თქმით, ნატოს საწინააღმდეგო წერილზე ხელი არ მოუწერია

დღეს, 1 მარტს, მხატვარმა თემურ გოცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, მან ხელი მოაწერა წერილს, რომლის ადრესატიც დიპლომატიური კორპუსი იყო, თუმცა არ უგულისხმია ის, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დასავლური გაერთიანებების წევრი.

“ვადასტურებ ხელმოწერას დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე. თუმცა ხელი მოვაწერე არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.  აღნიშნული წერილი სრულიად სხვა კონტექსტითა და პოლიტიკური დატვირთვით გამოქვეყნდა, რაც ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია. აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს. გადავწყვიტე მოვხსნა ჩემი ხელმოწერა აღნიშნული განცხადებიდან”, – თემურ გოცაძემ “ფეისბუკზე” დაწერა. 

ნატოს საწინააღმდეგო და ანტიდასავლური წერილი, სადაც აღნიშნული არის, რომ დასავლეთისკენ სწრაფვამ გაამწვავა რუსეთთან ურთიერთობა, რამაც ხელი შეუშალა საქართველოს განვითარებას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ამ წერილზე რამდენიმე ადამიანთან ერთად გოგი ქავთარაძის ხელმოწერაც იყო, თუმცა დღეს მან უარყო, რომ მსგავს წერილს ხელი მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი