ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ჩაიშალა [VIDEO]

დედაენის ბაღში დღეს, 25 სექტემბერს ფეისბუქით დაგეგმილი აქცია ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 13:30 საათზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. 

აქციის ორგანიზატორი, მწერალი დავით ჩუთლაშვილი ფიქრობს, რომ აქცია შიშის გამო ჩაიშალა. 

 

“ეს აქცია დაგეგმილი იყო ძალადობის, როგორც მახინჯი სოციალური მოვლენის წინააღმდეგ; დაგეგმილი იყო ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ- გენდერული ძალადობის, უმცირესობების მიმართ ძალადობის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ძალიან ბევრმა ადამიამა განაცხადა თანხმობა აქციაზე მოსვლაზე, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ვფიქრობ, შიშის ფაქტორია- ადამიანებს, უბრალოდ, შეეშინდათ,”- ამბობს დავით ჩუთლაშვილი. 

 

აქციაზე, ორგანიზატორის გარდა, ორი მოქალაქე მივიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge