ახალი ამბები

საჯარო სექტორში დასაქმებულები ოჯახის წევრებისთვის კორპორატიულ ნომრებს ვეღარ აიღებენ

1 მარტი, 2018 • 13256
საჯარო სექტორში დასაქმებულები ოჯახის წევრებისთვის კორპორატიულ ნომრებს ვეღარ აიღებენ

ახალი სატენდერო ხელშეკრულებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ოჯახის წევრებისთვის კორპორატიული ნომრის მიცემას ვეღარ შეძლებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სამმა კომპანიამ: ჯეოსელმა, მაგთიმ და ბილაინმა გაიმარჯვეს, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები შევიდა.

ახალი ხელშეკრულებით, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული, კორპორატიულ ქსელში ჩართული მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომრით. მოქმედი ხელშეკრულებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახის წევრებისთვისაც აიღონ კორპორატიული ნომერი. ცვლილებებით მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ.

[one_half last=”no”]ჩანაწერი წინა ხელშეკრულებიდან

6.2 თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული, კორპორატიულ ქსელში ჩართული მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომრით.

6.3 სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტულ თანამშრომელზე შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანშეტური კომპიუტერისთვის მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის ფუნქციით. თანამშრომელზე მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა შესაძლებელია ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე.

6.4 თანამშრომელს უფლება აქვს აიღოს კორპორატიულ ქსელში ჩართული, ფიზიკურ პირზე გაფორმებული, დამატებით მ ხ ო ლ ო დ ერთი სააბონენტო ნომერი (თუ ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც განკუთვნილია ოჯახის წევრისთვის. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ფინანსურად პასუხისმგებელი ასეთ სააბონენტო ნომერზე.

6.5 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) დადოს 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, 4.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

6.6 შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების გაფორმებისას დანართის სახით გამარჯვებულ პრეტენდენტს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია საშტატო ნუსხების (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეების), ასევე თანამშრომლებზე (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე) და არათანამშრომლებზე (ოჯახის წევრებზე) გაცემული სააბონენტო ნომრებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ თანამშრომელთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტების შესახებ, ურთიერთშეთანხმებული ფორმით.

6.7 ხელშეკრულებაში მითითებული ნომრების რაოდენობა, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტები საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

[/one_half][one_half last=”no”]ჩანაწერი ახალი ხელშეკრულებიდან

6.2 თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული, კორპორატიულ ქსელში ჩართული მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომრით. თანამშრომელზე მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან და მოვალეობების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში.

6.3 სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტულ თანამშრომელზე შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანშეტური კომპიუტერისთვის მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის ფუნქციით.

6.4 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) დადოს 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

6.5 შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების გაფორმებისას დანართის სახით გამარჯვებულ პრეტენდენტს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია საშტატო ნუსხების (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეების), ასევე თანამშრომლებზე (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე) გაცემული სააბონენტო ნომრებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტების შესახებ, ურთიერთშეთანხმებული ფორმით.

6.6 ხელშეკრულებაში მითითებული ნომრების რაოდენობა, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტები საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

6.7 შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი ვალდებულნი არიან, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, სატენდერო კომისიას წარუდგინონ განახლებული ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტების, თანამშრომლებზე (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე) გაცემული სააბონენტო ნომრებისა და მათი მფლობელების შესახებ და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პორტირებული აბონენტების შესახებ, სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.

[/one_half]

რა ბედის ელის იმ საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების სიმ ბარათებს, რომლებიც ამჟამად უკვე არიან ჩართული კორპორატიულ ქსელებში? ამ კითხვაზე პასუხს ვაზუსტებთ, თუმცა ერთ-ერთ ამ ტიპის აბონენტს ერთ-ერთი კომპანიის ოპერატორმა უთხრა, რომ მისი ნომერი კორპორატიულ ქსელში დარჩება, მაგრამ 50 თეთრით გაუძვირდება ფიქსირებული სააბონენტო გადასახადი, რომელიც ამჟამად თვეში 1 ლარს შეადგენს.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება პირველი მარტის ჩათვლით შეეძლოთ. სხდომის ოქმის თანახმად, ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიამ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობები და მოთხოვნები.

სააგენტომ გამარჯვებული კომპანიები დღესვე გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანიებს საჯარო სექტორში დასაქმებული დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის  2018-2019 წლებში მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს.

მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა.

ტენდერის ახალი პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათთვის ძვირდება მობილური ინტერნეტი. ისინი კორპორატიული ქსელის წყალობით 5 ლარად 15 გბ-ს ყიდულობდნენ, თუმცა ეს პირობა შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი