ერევანში ტრანსგენდერ ქალს სცემეს და მის ბინას ცეცხლი წაუკიდეს

28 თებერვლის ღამეს ერევანში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მის ნაქირავებ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ამის შესახებ ინფორმაციას Epress.am ავრცელებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სიმართლის მხარის” ხელმძღვანელმა, ლილიტ მარტიროსიანმა გამოცემას განუცხადა, რომ ნაცემი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,-  მას ესმის, თუმცა ვერ საუბრობს.

როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ვაგე მანუკიანმა Epress.am-ს განუცხადა, დამნაშავის ვინაობა ცნობილია და ის არ იმალება. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება “სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების” მუხლით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დავით ოქროპირიძე