ახალი ამბები

როგორ აწვდიდნენ საქართველოდან ინტერპოლს ძებნილის ნაცვლად სხვა ადამიანის ფოტოს – ანგარიში

1 მარტი, 2018 • 1792
როგორ აწვდიდნენ საქართველოდან ინტერპოლს ძებნილის ნაცვლად სხვა ადამიანის ფოტოს – ანგარიში

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ინტერპოლს მიაწოდეს ძებნილის ნაცვლად სხვა ადამიანის ფოტო, თუმცა შეცდომა გამოასწორეს.

ინსპექტორმა დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოსურათი შეცდომით იქნა მიჩნეული ბრალდებული პირის ვიზუალურ გამოსახულებად. აღნიშნული ფოტოსურათი გადაეცა პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ, თხოვნით მიმართა ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით და მიაწოდა აღნიშნული ფოტოსურათი, როგორც ძებნილი პირის ვიზუალური გამოსახულება.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადების განხილვის პროცესშივე გამოასწორა დაშვებული შეცდომა, ამოიღო ფოტოსურათი სამძებრო საქმის მასალებიდან და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას უზუსტობის თაობაზე. შედეგად, ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ შეიტანა ცვლილება ბრალდებულის საერთაშორისო ძებნის ბარათში, ასევე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უზრუნველყო შესაბამისი ცვლილების დროულად ასახვა”, – ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი