გარდაიცვალა ერთ-ერთი მთავარი მსახიობი სერიალიდან “მდიდრებიც ტირიან”

რამდენიმეწლიანი ავადმყფოობის შემდეგ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მექსიკელი მსახიობი როხელიო გერა. ის ერთ-ერთი მთვარი როლის შემსრულებელი იყო საკულტო სერიალში “მდიდრებიც ტირიან”. მის პერსონაჟს ლუის ალბერტო სალვატერი ერქვა.

მექსიკური მედიის ცნობით, როხელიო გერა ბოლო წლებში ავადმყოფობდა და ამ ავადმყოფობის გამო მას თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული.

როხელიო გერა სამსახიობო საქმიანობას 1950-იანი წლებიდან ეწოდა, თუმცა საქვეყნო პოპულარული მოიპოვა 1979 წელს გადაღებული სერიალით “მდიდრებიც ტირიან”. აღნიშნული სერიალი განსაკუთრებით პოპულარული 1990-იანი წლების დასაწყისში ყოფილ პოსტაბჭოთა ქვეყნებში გახდა. ის იყო მეორე არასაბჭოთა სერიალი “მონა იზაურას” შემდეგ, რომელიც ამ ქვეყნების ტელევიზიებმა აჩვენეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი