ახალი ამბები

შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 13 წლის ბავშვი დაიღუპა

28 თებერვალი, 2018 • 10081
შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 13 წლის ბავშვი დაიღუპა

დღეს, 28 თებერვალს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაშავებული 13 წლის  ბავშვი დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.

ნეტგაზეთს  თვითმხილველმა განუცხადა, რომ მინა უშუალოდ  ერთ ბავშვს დაეცა.

ამ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ დაუდასტურეს.

“ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს… მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება თავდაპირველად 124-ე  მუხლით იყო დაწყებული, ბავშვის დაღუპვის შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

“დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს,”- აცხდებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი