ახალი ამბები

შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვია დაზარალებული

28 თებერვალი, 2018 • 3736
შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვია დაზარალებული

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან სავარაუდოდ შუშის ჩამოვარდნის ფაქტზე, რის გამოც მინიმუმ 6 ადამიანია დაშავებული, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის გარე ფასადის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა. ისინი ორ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ დაუდასტურეს.

“ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, როს შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი