ახალი ამბები

ბარათაშვილზე შენობის გარე ფასადის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 მოსწავლე დაშავდა

28 თებერვალი, 2018 • 5294
ბარათაშვილზე შენობის გარე ფასადის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 მოსწავლე დაშავდა

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის გარე ფასადის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა. ისინი ორ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბავშვია.

ამ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ დაუდასტურეს.

ერთ-ერთ კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათთან 3 ადამიანია გადაყვანილი, მეორე საავადმყოფოში კი, დანარჩენი 3 პაციენტი.

ამავე თემაზე:

შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვია დაზარალებული

მასალების გადაბეჭდვის წესი